ვინ ვართ?!-ანცები და ონავრები,ცელქი დაუდეგარნი, სულით,გულით კოლხიდელნი გამრჯე სუჯუნელები,გვიყვარს ცაც,მთაც... - საქართველო!ვეტრფით აკვნიდანაო,მარი,მარი და ნუგზარი,ლევან, ნინო, სალომე
ჰა ამ ბლოგით გადმოგეცით რაც სათქმელად ვაგროვეთ!
მარიამ ჩაჩავა : დავიბადე 1999 წლის 18 აგვისტოს წვიმიან და შხაპუნა დღეს, ამიტომაც ძალიან მიყვარს წვიმა.რადგანაც აგვისტო მარიამობისთვეა ძველქართულად მეც მარიამი
მიწოდეს
სახელად,ყველაზე
მეტად
მიყვარს
საგანი
სპორტი
,საგანი
სპორტი
და
საგანი
სპორტი!!!რა ვქნა
ცოტა
ინგლისურიც
მიყვარს
,ცოტა
ისტორიაც,ცოტა,მათემატიკაც
და
საბოლოო
ჯამში
გამოვდივარ
კარგი
გოგოოო...
ნინო კუცია: მე 1999წლის 24 ივლისს წერომ მომიყვანა ,თანაც ორმა მერე დედიკო და მამიკომ გამზარდა ,გამზარდა და ახლა იმოდენა ვარ რომ დედიკოს მთელი ათი სანტიმეტრით გავუსწარი სიმაღლეში და მამიკოს ორი სანტიმეტრით ჩამოვრჩები,ისინი დაბლები არ გეგონოოოთ?! მამიკო 172 სმ-ია. მყავს ერთი ძმა და ორივე ერთმანეთს ვეჯიბრებით სწავლაში ჯერჯერობით ფრეა,მე ყველა საგანს კარგად ვსწავლობ ვნახოთ მომავალი რას გვეტყვის.
სალომე ლაბარტყავა: მე დავიბადე როგორც გადმოცემით ვიცი 1998 წლის 5 ნოემბერს,ტყუპისცალი და თან ნანატრი შვილი ვარ,ბებიის ნებიერა და მამიკოს რჩეული, თუმცა ორივეს ხშირად ვაწვალებ,დედიკო უფრო აქეთ მაბრაზებს ვიდრე მე იქეთ,სწავლით ყველა საგანს თანაბრად ვეუფლები,თუმცა მთლად ჩემი სურვილით არა,მაგრამ თუ ასე გავაგრძელებ ზუსტად ვიცი რომ დამიფასდება.
მარიამ ქარცივაძე: დავბადებულვარ 1999წლის 8 ოქტომბერს,მრავალშვილიანი ოჯახის მეორე წევრად,ამიტომაც სულ ვიჩაგრები ის დიდია და შენ მოითმინეო,ესენი პატარები არიან და შენ დაუთმეო ,მოკლედ არ მეღირსა მშვიდობა რა?! კლასშიც მრავალრიცხოვნობა გვაქვს და ცემი სწავლით დიდად არ ვბრწყინავ ,მაგრამ მიყვარს კომპიუტერი, ასევე ხელოვნება,ვუკრავ ფანდურზე,ვმღერი ,ვცეკვავ და ერთი სიტყვით ჩემთან არ მოიწყენთ,მიყვარხააართ!
ნუგზარ ხოშტარია: ზუსტად15 წლის წინ 24 ივლისს დავიბადე,ერთი ეს დღე იყო ამ კლასში პერსონალურად ჩემი და იქაც ნინო კუცია ჩამეზიარა,რას ვიზამთ გოგოა და ვდუმვარ ჯენტლმენი კაცივით,ისე ძაან მაგარი კლასია ჩვენი კლასი ყველა ერთი ჭკუის ხალხი ვართ პრინციპში ,თუ გასახარია ყველას ერთად გვიხარია ,თუ საწყენია ყველას ერთად გვტკივა მოკლედ მაგრად გვიყვარს ერთმანეთი,ბოლობოლო 9 წელია ერთად მოვდივართ სუჯუნის გზაბილიკებით სკოლიდან შინისკენ და პირიქით.
ლევან გამზარდია: 1999 წლის 31 აგვისტოს მოვევლინე ქვეყანას დაუგეგმავად მაგრამ გულიანად,დედას ეგონა ავად ვარო, არადა მშვენიერი ბიჭი შერჩა ხელთ მეოთხე შვილად,ფაქტიურად ოჯახის ბურჯი ვარ,კარგადაც ვსწავლობ და შიგადაშიგ ვზარმაცობ ეს მაშინ,როცა საგაზაფხულო ან საშემოდგომო სამუშაოების პერიოდი გვაქვს,სოფლის კაცის ცხოვრება მძიმეა,მაგრამ ქალაქელისაზე უფრო საინტერესო.






me momwoooooons...
ОтветитьУдалитьtqven ar mogwoooont?
ОтветитьУдалить