ჩვენი სოფელი ყველას სჯობია
-ჩემი სოფელი შენსას სჯობია,
-არა,ჩემი სჯობს შენს!
-სუყველა ღვთისგან დანალოცია
შენც გაგიმარჯოს მეც!
ჩვენი სოფელი, მართლაც ღვთივკურთხეული სოფელია,ამის ხელახლა ახსნას ნამდვილად არ ვცდილობთ,ჩვენი სათქმელი ზოგადად უკვე მოგახსენეთ უბრალოდ გვინდა ჩვენი სიყვარული გადმოგცეთ,რა ვქნათ ძალიან გვიყვარს ეს ლამაზი და საოცარი სოფელი,ადგილი საიდანაც დავიწყეთ სამყაროს შეცნობა და ამაზე უკეთესი ადგილი არც არსად გვეგულება,ჩიტი სადაც შობილა მისი სამშობლოც ის არისო,ასეა ჩვენი ოდაბადე ჩვენი სუჯუნაა,ტკივილით,დარდით,სიხარულით თუ სიყვარულით სავსე ნაწილი დედა საქართველოსი.
ხელახლა დაბადება ,რომ შეიძლებოდეს ისევ სუჯუნლობას ვისურვებდით,ხელახლა ამქვეყნად მოსვლა,რომ შეიძლებოდეს ისევ ქართველებად მოვიდოდით ისევ კოლხად და ისევ ონავრად!
ძალიან ცელქები ვართ,რაღაცაში ხომ უნდა დავიხარჯოთ?!
/ მარიამ ჩაჩავა /
ჩვენი სოფელი მართლა საოცარი სოფელია,წარმოიდგინეთ სოფლის ცენტრში დგას ულამაზესი ,თეთრი თლილი ქვით ნაგები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მისგან, სულ რაღაც ორასიოდე მეტრის მოშორებით ებრაელთა სალოცავი-სინაგოგა . ამბობენ ორივე მათგანი ერთი ქვითააო ნაგები , ასეა თუ ისე მთავარი ისაა ,რომ ქართველებსა და ებრაელებს უხსოვარი დროიდან ურღვევი მეგობრობა აკავშირებთ და ეს კავშირი საუკუნეებს გასწვდება კიდევ,დღეს ჩვენს სოფელში არცერთი ებრაელი აღარ სახლობს ,ისინი 2000 წლისათვის აღთქმისამებრ თავიანთ წმინდა მიწას დაუბრუნდნენ ,მაგრამ სუჯუნას ყოველწლიურად სტუმრობენ ხოლმე და ამბობენ რომ აქ მათი მეორე სამშობლოა -შალომ იერუშალაიმ!
/ სალომე ლაბარტყავა /
ჩვენი სოფლის სახელს, გარდა მეცნიერული განმარტებისა ერთი ლამაზი ლეგენდაც ემატება: ამბობენ უხსოვარ დროს ამ ადგილს მტერი შემოსევია , არ ინდობდნენო დიდსა თუ პატარას ,განუკითხავად ხოცავდნენო ყველას. დედას ერთადერთი 2 წლის პაწია ჰყოლია თურმე ,ჩაუსვამს იგი კალათში და ბუჩქებში ჩაუმალავს. ის იყო უნდა გაცლოდა,რომ მტრის მიერ ნასროლი შუბი მოხვედრია,სიმწრისგან მუხლებზე დაცემულა,უკანასკნელად მოჰფერებია პირმშოს თვალებით და უკანასკნელად გაუფრთხილებია იგი: ,, სუ,ჯუნა! სუო!" ბავშვი მართლაც გადარჩენია მტრის რისხვას ,მაგრამ სულ ერთიდაიმავეს გაიძახოდა თურმე : ,,სუ,ჯუნა! სუ,ჯუნა"-ო ,ამბობენ მას შემდეგ ამ ადგილს სუჯუნაც ამიტომ ჰქვიაო.
/ მარიამ ქარცივაძე /

Комментариев нет:
Отправить комментарий