საკონტაქტო ინფორმაცია

ჩვენი ელ.ფოსტა: sujunaskola@gmail.com

ჩვენი სკოლის დირექტორი: 577 62 19 74 გოჩა პატარაია.

2013/11/12

საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არის?!

სამშობლო ერის გულში დანთებული ჩაუქრობელი ნაპერწკალია, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა სული უნდა უბეროს, გააღვივოს, გააძლიეროს, სიყვარულის დიდ კოცონად გადააქციოს, რათა მომავალ თაობებს ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზა გაუნათოს. სამშობლოს სიყვარულით იწყება ყველაფერი. ახლა ღალატია არ დაინახო, არ გაუფრთხილდე, შენი წინაპრების მკერდით ნაზიდ, დღემდე სისხლით მორწყულ და შენახულ ქვეყანას, რომელსაც მზე განსაკუთრებით ათბობს და ანათებს, რომელსაც ნაზი სიო სიყვარულით ჩასჩურჩულებს: საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არის?!
 წარმოგიდგენთ ამ დალოცვილი კუთხის ერთ-ერთ მარგალიტს, ჩვენთვის ულამაზეს და უსაყვარლეს ქალაქს-აბაშას !


                            



აბაშამდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში.
ისტორია:  უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებაკოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო. ”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” – წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე. რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდაჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთიქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, .. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი
სიტყვააბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთ”-.
ქართლის ცხოვრებამოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარედღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია – ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობისაბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი დაამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსააბაშა”, ერთსაცხენისწყალი””. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.
რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებშისენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.
კოორდინატები: 42°12′00″ .42°13′00″ .
დროის სარტელი: UTC +3
საზღვრებიჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთითსამტრედიის, სამხრეთითსამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთითსენაკის მუნიციპალიტეტი.
მანძილი თბილისამდე – 280 კმ
მანძილი ზუგდიდამდე – 55 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – 51 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი – 32 კმ
ფართობი: 320,8 კმ2.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასიკაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი აბაშა და 40 სოფელი: აბაშისპირიბულვანიგამოღმა ზანათი , გამოღმა კოდორიგაღმა ზანათი, გაღმა კოდორიგაუწყინარი, გეზათი, გუგუნაყათი, გუგუნაყათი, გულეიკარი, გულუხეთი, ეწერი, თხმელარი, კეთილარი, მაიდანი, მარანი, მარანჭალა, მაცხოვრისკარი, მეორე ეწერი, მეორე ონტოფო, ნაესაკაო, ნორიო, პატარა გეზათი, პირველი ეწერი, პირველი მაისი, პირველი ონტოფო, საბოკუჩავო, საგვაზაო, სამიქაო, სეფიეთისუჯუნა, ტყვირი, ქვიშანჭალა, ქოლობანი, ცილორი, ძველი აბაშა, ძიგური, წალიკარი, წყემი.
საფოსტო ინდექსი: 0200
სატელეფონო კოდი: +995 412 ( 29XXXX )
ტერიტორია: ზღვის დონიდან 20-50 სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა — 4,9 ცელსიუსი, ივლისის — 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშისირიაჩქონის" ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია.
მცენარეული საფარიმურყანი, ჭალისმუხა,  თელა,  წიფელი,  ლეშამბო.
ცხოველთა სამყაროგვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ძირითადი ლანდშაფტებიავაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალიადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანომუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 ქალაქისა და 15 თემის საკრებულო.
მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანომუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 ქალაქისა და 15 თემის საკრებულო.